პოლონეთის მოქალაქეთა უფლებების რწმუნებული

პოლონეთის მოქალაქეთა უფლებების რწმუნებული
ომბუდსმენის ინსტიტუტის დამკვიდრებამ უაღრესად დიდი პოპულარობა მოიპოვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. პოლონეთი გახდა ,,სოციალისტური ბანაკის“ პირველი ქვეყანა, სადაც შეიქმნა ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელსაც ეწოდება ,,მოქალაქეთა უფლებების რწმუნებული”. 1988 წლის 1 იანვრიდან პოლონეთში მოქმედებს რწმუნებული, რომელიც ,,მოქალაქეთა უფლებების რწმუნებულის შესახებ” კანონის საფუძველზე, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საქმესთან დაკავშირებით აკონტროლებს იმ ორგანოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, რომელთაც ამ უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელება და დაცვა ევალებათ. ომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბებითა და პირველი რწმუნებულის დანიშვნით, პოლონეთში დასრულდა კანონიერების უზრუნველმყოფელი ინსტიტუტების ფორმირების პროცესი. 1980 წ. პოლონეთში შემოღებულ იქნა ადმინისტრაციული იუსტიცია - უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლო; აღსდგა დამოუკიდებელი კონტროლის უმაღლესი პალატა; შეიქმნა სეიმის (პოლონეთის პარლამენტი) საჩივრებისა და წინადადებების კომისია. 80-იან წლებში პოლონეთის საზოგადოება საერთო სასამართლოების კომპეტენციის გაძლიერებისა და გაფართოების მოწმე გახდა. 1982 წ. ჩამოყალიბდა სახელმწიფო ტრიბუნალი, 1985 წ. კი საკონსტიტუციო ტრიბუნალი (პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლო). მოქალაქეთა უფლებების რწმუნებულის ინსტიტუტმა კონსტიტუციურის სტატუსი მოიპოვა მას შემდეგ, რაც 1989 წლის 7 აპრილს მიღებულ იქნა კანონი პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ. ომბუდსმენის ინსტიტუტის პოლონური ვარიანტი არსებითად განსხვავდება უცხოური მოდელებისგან. შეიძლება ითქვას, რომ პოლონეთის რწმუნებულის უფლებამოსილება თავისი იურიდიული მნიშვნელობით პროკურორის უფლებამოსილებას უახლოვდება. რწმუნებულის უმთავრეს დანიშნულებას წარმოადგენს მოქალაქესა და ადმინისტრაციას შორის ურთიერთობის გაუმჯობესება. რწმუნებულის ინსტიტუტი პრაქტიკაში შემოიფარგლება ოთხი ძირითადი ფუნქციით: 1) საგამოძიებო; 2) კორექტორული; 3) რეფორმატორული და 4) საინფორმაციო-აღმზრდელობითი. პოლონეთის ომბუდსმენის მიერ გაცემული რეკომენდაციები, უმრავლეს შემთხვევაში, დარწმუნებით ხასიათს ატარებს.
Source: ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი (I),- ალმანახი №6, [რედაქტორი: ირაკლი სესიაშვილი ტექ. რედაქტორი: გიორგი გიორგანაშვილი მარინე მესხი ეკა დათუაშვილი თინათინ ხიდაშელი ზურაბ ჯიბღაშვილი სერიაზე პასუხისმგებელი: თინათინ ხიდაშელი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,–1998

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Полезное



Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»